თანამშრობლობა კოლეგებთან-კათედრაზე მუშაობა


                       საგნობრივი კათედრა
კათედრის დებულება:
1.      სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ( მაგ. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების).აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2.      კათედრის  ფუნქციები: ა)  საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. გ) საგაკვეთილი პროცესისათვის,მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვია და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა. დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა( მაგ.ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.). ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის. ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
3.    კათედრების მოწყობა: ა). კათედრის თვმჯდომარეს  ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით. ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე.ერთი ან იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.
4.    კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:  ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება.(დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება-შენახვა). ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება.(მაგ: გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე). გ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების( კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება.
5.      კათედრა  იკრიბება  სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.  

 სკოლაში მუშაობს შემდეგი კათედრები:
1.    ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.
2.    მათემატიკისა და  ი.ს.ტ.  კათედრა.
3.    ბუნებისმეტყველების კათედრა.
4.    საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა.
5.    დაწყებითი განათლების კათედრა.
6.    ესთეტიკისა და სპორტის კათედრა.

7.    უცხო ენების კათედრა.

Комментариев нет:

Отправить комментарий